საზოგადოება
შს მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა

  საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით 343 მოწმე დაიკითხა. ამის შესახებ განცხადება მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 მინისტრის თქმით, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი 10 ობიექტიდან, დაკითხულია #4 სამარშუტო ტაქსის ყველა მძღოლი და ყველა მათგანი ამბობს, რომ 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

 გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ არ დაუნახავთ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი.  

 მღებრიშვილის თქმით, გამოიკითხა შს სამინისტროს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

 შს მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.