აქტუალური
გიორგი მღებრიშვილმა „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შსს-ს ტექნოლოგიური მიღწევები გააცნო

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.

სტუმრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის
პროცესს ადგილზე გაეცნენ.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ
დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, დამნაშავე პირების დროულად
დადგენა-დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას უზრუნველყოფს.