სამართალი
ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“-ში სპეციალისტები მოსახლეობასთან აქტიურად მუშაობენ

    საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ფსიქოლოგი მილენა ანანიანმა ჩაატარა გაცნობითი შეხვედრა. სპეციალისტი ესაუბრა მსმენელებს ქალის ბუნებაზე, მოტივაციაზე, პრობლემებზე, შეხვედრის მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს განწყობა და მოსაზრებები, რისთვისაც ჩატარდა სახალისო აქტივობა. ინგლისური ენის გაკვეთილი ბოლნისის საგანმანათლებლოსარეაბილიტაციო ცენტრ "იმედი"–ში (უფასო სასწავლო კურსების პროგრამა პრორქტ "არა, ოჯახში ძალადობას!" ფარგლებში)

პროექტ არა, ოჯახში ძალადობას!“ მოხალისემ ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში შეხვდა მოსახლეობას და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შესახებ.

ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო მუშაკმა ჩაატარა შეხვედრა მოსახლეობასთან. მან გააცნო ქალბატონებს ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ.