საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „იმედი“-ში იზრდება ინგლისურის ენის და ბუღალტერის საქმიანობის შესწავლის მსურველების რაოდენობა.
დმანისის რაიონის სოფელ ვარდისუბანში პროექტის "არა - ოჯახში ძალადობას!" მოხალისემ გაავრცელა საინფორმაციო ბროშურები. მოხალისე ესაუბრა ქალბატონებს პროექტის შესახებ, მიაწოდა მათ ინფორმაცია, თუ სად და ვის უნდა მიმართონ ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, სად შეიძლება დახმარების მიღება და უფლებების დაცვა. ქალები ასევე დააინტერესტდნენ ინფორმაციით ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში არსებული უფასო სასწავლო კურსების შესახებ.
საინფორმაციო ბუკლეტების დარიგდა ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში. მოხალისემ გააცნო ქალბატონებს ინფორმაცია ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის, უფასო სერვისების და სასწავლო კურსების შესახებ. ქალებმა აღნიშნეს, რომ რაიონში ძალადობის პრობლემა აქტუალურია და მსხვერპლებს სჭირდება კვალიფიციური დახმარება.
საინფორმაციო ბროშურების დარიგება ჩაატარეს მოხალისეებმა ქალაქ ბოლნისშიც. ადგილობრივ ქალბატონებს შეატყობინეს ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედი“-ს გახსნის შესახებ, რა მისამართზე არის ის განლაგებულიდა და როგორ შეუძლია ქალებს მიმართონ ცენტრში.