პუბლიკაციები
საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა გახდებიან ისეთივე სუვერენულები და დამოუკიდებლები, როგორც ამას ყველა სახელმწიფო აღიარებს, რუსეთის გარდა.
"ასეთი ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში მდებარე საოკუპაციო ხაზთან.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სიტყვებით კი "ეს არ არის ოკუპაციისა და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. მოქალაქის თვალებს შეხედეთ, ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია". იგი საქართველოს გუშინ ეწვია პეტრო პოროშენკო თბილისში ოჯახთან, სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.