პუბლიკაციები
პროექტი „არა, ოჯახში ძალადობას!“: ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედი

     საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. 2017 წლის 17 ივლისს, ქალაქ ბოლნისში, ევროკავშირის პროექტის არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი იმედი გაიხსნა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი იმედი ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალების ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით გაიხსნა.წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა და ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალები-ს პრეზიდენტმა, საქართველოში კარგად ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და უფლებადანცველმა, ალლა ბეჟენცევამ გაჭრეს (ვიდეოს ის. აქ).

როგორც „საქინფორმი“ იუწყებოდა, 2017 წლის 20 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალებთან" გააფორმა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტ არა, ოჯახში ძალადობას!“ ძირითადი მიზანია - ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური ზომებით მის წინაარმდეგ ბრძოლა (პროექტის Facebook-გვერდი იხ. აქ).

ცენტრ იმედი-ში განთავსდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, ასევე ცენტრი ყველა მსურველს იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს სთავაზობსცენტრში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამები, სემინარები , დისკუსიები , სასწავლო კურსები ახალი უნარ-ჩვევებისა და პროფესიების მისაღებად.

ცენტრ „იმედის“ მიზანია, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების პირდაპირი დაცვა და დახმარების უზრუნველყოფა. ცენტრში მისული ქალებისა და ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც“, - განაცხადა ალლა ბეჟენცევამ

საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „იმედში“ ამ ეტაპზე ათი სხვადასხვა პროფესიის, მათ შორის იურისტები და ფსიქოლოგები არიან დასაქმებული, მათგან ორ თანამშრომელს შრომით ანაზღაურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადაუხდის. პროექტი არა, ოჯახში ძალადობას!“ ევროკავშირის დაფინანსებით წელიწადნახევარი გაგრძელდება, რის შემდეგაც ცენტრ ,,იმედისფუნქციონირებაზე ვალდებულებას მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტი აიღებს.