საზოგადოება
დიდი ხნით ვერ დამაკავებენ - სააკაშვილი მისი ექსტრადიციის თემას ეხმაურება

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოროშენკოსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ხელისუფლებას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ.

ფორმალურად, უკრაინამ უარი უთხრა ჩემ ექსტრადიციაზე, რადგან უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, საკუთარი მოქალაქეების გადაცემის უფლება არ აქვს. არაფორმალურად კი, საქართველოს შესთავაზეს შეექმნათ ყალბი საფუძველი, რომ მე წამრთმეოდა მოქალაქეობა, მაგრამ ამაზე პოროშენკომ მიიღო უარი, რადგან ეს იყო თითიდან გამოწოვილი საქმე. თუ თბილისში ჩამოვალ, დიდი ხნით ვერ დამაკავბენ, ამიტომ ივანიშვილს მე საქართველოში არ ვუნდვარ. ასე რომ, საქმე გამოიყურება საკმაოდ კურიოზულად:

ქართველი ოლიგარქი და მილიარდერი, “გაზპრომისაქციონერი, “თხოვსუკრაინის ოლიგარქ-მილიარდერს, უკრაინის პრეზიდენტს, დამაპატიმრონ. ახმეტოვმა შეუკვეთა 20-მდე ფილმი სერიალებით, მთელი მხატვრული ნაწარმოები ჩემზე თავის არხზე, რაზეც დაიხარჯა 20 მილიონიგაზპრომისფული. ასე რომ, მე გავხდი სასწაული და მიუწვდომელი არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებისთვის. ასე რომ, ისინი გრძნობენ ჩემგან წამოსულ საფრთხეს და მეც, ჩემი მხრიდან ვეცდები, მათ იმედი არ გავუცრუო…” – წერს სააკაშვილი.