საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. 20 ივლისიდან ძალაში შევიდა სემეკ-ის გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს.
ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკ-მა „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზე ფასი განსხვავებული იქნება.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შემთხვევაში - 56.940 თეთრი“, - განმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრესსპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა.