აქტუალური
ამბასადორიალზე რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ბათუმში ამბასადორიალის მეორე დღის პანელზე განხილული იყო სტრატეგიული კომუნიკაციების შესაბამისი დეპარტამენტის მუშაობის 1 წლის შედეგი. 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც მოგეხსენებათ დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციების შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს, როგორც დეზინფორმაციის, ასევე პროპაგანდის წინაამდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ანალიზზე. ჩვენ წარმოვადგენთ ამ შედეგებს, რომელიც გვაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში. შეიქმნა რამდენიმეპროდუქტი“, რომელიც არის, პირველ რიგში, ანალიტიკურიპროდუქტიდა ჩვენ - სისტემას - გვეხმარება იმაში, რომ გავაანალიზოთ როგორც დეზინფორმაცია, ასევე მისი შედეგები და შემდეგ დავგეგმოთ სწორი კომუნიკაციის სტრატეგია. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ დიპლომატებთან ერთად განვიხილავთ. ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობით კოორდინირებულა ვახორციელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანელიძემ, აგრეთვე, ილაპარაკა არასამთავრობო სექტორის მიერ წამოწეულ საკითხებზე და განაცხადა, რომ მათი ჩართულობა ამბასადორიალის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომატები არა მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების, არამედ მათ პოზიციასაც ისმენენ.