პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო: მე დავაზუსტე, რომ უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა თუ დაფიქსირდა კრიმინალური აქტივობა ჩვენ შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა შევამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, - განაცხადა პოროშენკომ.
როგორც ცნობილია, მანამდე პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს.