პოლიტიკა
ჩვენი პრიორიტეტი სააკაშვილის ექსტრადიციაა - თეა წულუკიანი

    საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ქართულმა მხარემ უკრაინას რამდენჯერმე მიმართა.

„ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც კი სისხლის სამართლის საქმეები მივიდა იმ კონდიციამდე, რომ მტკიცებულებები არსებობდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უკრაინულ მხარესთან. თუმცა, უკრაინის მხარემ არაერთხელ ოფიციალურად ანუ წერილობით უარი განაცხადა ბატონი სააკაშვილის გადმოცემაზე. ის ამჟამად გახლავთ უკრაინის მოქალაქე, რაც არის სამართლებრივი ბარიერი მისი გადმოცემისა. ჩვენი პრიორიტეტი არის ექსტრადიცია, რომ სისხლის სამართლებრივი პროცესი წარიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან საქართველოშია ჩადენილი იურისდიქციულად ის ფაქტები, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება ყოფილ პრეზიდენტს. ამიტომაც იყო გაგზავნილი მოთხოვნები ექსტრადიციის შესახებ, რაზეც მივიღეთ ოფიციალური უარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაადასტურეს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნა საქართველოდან უკრაინაში ორჯერ გაიგზავნა, რაზეც უარი მიიღეს.