უცხოეთი
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთში ახალ ელჩს, ჯონ ჰანთსმენს, ოფიციალურად წარადგენს.
ელჩი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
ჯონ ჰანთსმენი 1992-1993 წლებში იყო სინგაპურში აშშ-ის ელჩი, 2005-2009 წლებში - იუტის შტატის გუბერნატორი, 2009-2011 წლებში - ჩინეთში ელჩი. 2011 წლის მაისში განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა, 2012 წლის იანვარში კი, გადაიფიქრა და მხარდაჭერა მიტ რომნის გამოუცხადა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და შეცდომად მიიჩნევდა გადატვირთვის პოლიტიკას.
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2014 წლიდან ჯონ ტეფტია.