უცხოეთი
ტრამპმა პუტინთან მეორედ შეხვედრის შესახებ ცნობას „გულისამრევი“ უწოდა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ის თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მეორედ შეხვდა, "გულისამრევი" უწოდა. ამის შესახებ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.

ყალბი სიახლეები პუტინთან საიდუმლო სადილის შესახებ "გულისამრევია".

დიდი ოცეულის ყველა ლიდერი და მათი მეუღლეები იყვნენ მიწვეულნი გერმანიის კანცლერთან სადგილზე. პრესა ინფორმირებული იყო! "- წერს ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ცრუ ახალი ამბები „სამარცხვინოა“.

შეგახსენებთ, საერთაშორისო საკონსულტაციო კვლევითი ფირმა ევრაზიის ჯგუფის ხელმძღვანელმა იან ბრემერმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა მედიამ ყურადღება ტრამპისა და პუტინის პირველ შეხვედრაზე გაამახვილა და მეორე ყურადღების მიღმა დარჩა. მისი თქმით, მეორე შეხვედრა მოგვიანებით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა დაახლოებით ერთი საათი ისაუბრეს.