პოლიტიკა
სახალხო კრებამ დევნილთა კომიტეტი ჩამოაყალიბა

vaxtang_yolbaiaწარმომადგენლობით სახალხო კრებამ დევნილთა წინააღმდეგობის კომიტეტი ჩამოაყალიბა. ახალი კომიტეტის უმთავრესი მიზანი ლტოლვილთა უფლებების დაცვაა.

კომიტეტის ყველა წევრი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილია.

კომიტეტის წევრებმა განსახლების პროგრამა დეტალურად გააკრიტიკეს და პასუხისმგებლობა მთლიანად ლტოლვილთა სამინისტროს დააკისრეს.

,,სახალხო კრება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებს აფუძნებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დევნილთა წინააღმდეგობის კომიტეტიც შეიქმნა. კომიტეტის, რომლის ყველა წევრიც დევნილი გახლავთ, მთავარი ფუნქცია სააკაშვილის ხელისფლების იმ პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანება და ბრძოლაა, რომელმაც დევნილები კატეგორიებად დაყო“, -განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ.