საზოგადოება
სადღობელაშვილი: თათია დოლიძე რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია! (ვიდეო)

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას და ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).

 „ყურადღება! SOS SOS SOS!
-"ქართველთა მარშის" ორგანიზატორებს ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია თათია დოლიძის შესახებ, რომელზედაც დაყრდნობით ზემოთ ხსენებული ქალბატონი მჭიდრო ურთიერთობაშია ოს სეპარატისტებთან, რომლებსაც 2008 წლის კონფლიქტის დროს წვლილი მიუძღვით ქართველ ჯარისკაცების ამოხოცვაში!!!
- მოვითხოვთ სასწრაფოდ დაკითხოს უშიშროებამ ქალბატონი თათია დოლიძე, ჩვენი ინფორმაციით იგი გახლავთ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი (აგენტი)!!! 
- მეგობრებო სირცხვილია ასე რომ ვაჯეჯილებთ ოკუპანტი ქვეყნის გრუს აშკარა აგენტებს!

ასევე ცნობისათვის! პროევროპელი და პროამერიკელი ქბნი თათია დოლიძის მამა ლევან ჩარუევი (დოლიძე) როგორც ირკვევა არის მოსკოვის მვდს ცენტრალური სამმართველოს გარაჟის ბაზაზე გახსნილი კერძო პროფილაქტიკის მეპატრონე! თათია დოლიძე დაბადებულია და გაზრდილია მოსკოვში! 
დანარჩენი დასკვნები ძმებო თქვენთვის მომინდია!
ვეკითხები ხელისუფლებას, ეს აგენტი გოგო როგორ განაწესეთ გაეროში???“

ამ ვიდეოში, როგორც ქართული მარშის ორგანიზატორები ამტკიცებენთათია დოლიძის მამა ლევან ჩარუევი (დოლიძე) ლაპარაკობს და  სეპარატისტულ განცხადებებს აკეთებს.