საზოგადოება
„უკრაინა“ - პეტრო პოროშენკოს ვიზიტი და ორთოგრაფიული შეცდომა წარწერაში, რომელიც საერთაშორისო გაუგებრობამდე მივიდა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 18 ივლისს, პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მან მონაწილეობა მიიღო საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმშიც, სადაც მისი ქვეყნის სახელწოდება, რომელიც ბანერებზე შეცდომით იყო აღბეჭდილი საერთაშორისო გაუგებრობა გამოიწვია. (პოროშენკოს უკვე რიგით მესამე ვიზიტის ფარგლებში)

ბიზნესფორუმზე, რომელშიც პეტრო პოროშენკო მონაწილეობდა, გაკეთებული იყო წარწერა "საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი" და უკრაინულ ჩანაწერში დაშვებული იყო ორთოგრაფიული შეცდომა: „ბინეს-ფორუმ საქართველო-უკარაინა“.

შეცდომა ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია უკრაინულ მედიას. ამის შესახებ უკვე არა ერთმა უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ დაწერა.