სამართალი
სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება - მიხეილ ჯანელიძე

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირებასთან დაკავშირებით ამბობს,

რომ საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესი.

„უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და, შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, - განაცხადა ჯანელიძემ.