სამართალი
უდუმაშვილი: მე ვიქნები დამოუკიდებელი მერი

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. "მე ერთი თვეა,ნაციონალურ მოძრაობასთანმუდმივ კავშირზე ვარ, ვთანამშრომლობ და ერთად ვიბრძვით ამ არჩევნებში და შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ მიხეილ სააკშვილი არათუ ერევა, პარტიის მიკრო მენეჯმენტის მართვაშიც არ ღებულობს ნაწილეობას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა.

"ეს პარტია სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მე გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე გავხდები თბილისის მერი, რაიმე ფორმით ჩაერიოს ზოგადად.

მე ვიქნები დამოუკიდებელი მერი, დამოუკიდებელი ხელისუფლების გავლენებისგან და პარტიული გავლენებისგანაც", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა