აქტუალური
პეტრო პოროშენკო: გიორგი კვირიკაშვილი და მე მეგობრები ვართ

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამაყი ვარ იმით, რომ მე და ბატონი გიორგი მეგობრები ვართ. ჩვენ ძალიან დიდი ნდობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

პეტრო პოროშენკომ საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის შემოდგომაზე უკრაინაში მიიწვია.

არ არის უფრო ახლო ერი უკრაინელებისთვის, ვიდრე ჩვენი ძმები - ქართველები. ძალი მიხარია, როცა კიევის ქუჩაში ვხედავთ ქართველი მეწარმეებისა და ტურისტების დიდ რაოდენობას.

სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის ლიდერები არც ისე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე მაქვს ახალი ამბავი, რომ ჩვენ ხშირი კონტაქტები გვექნება და ამ წლის შემოდგომაზე გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს მთავრობის ვიზიტს ველოდებით", - განაცხადა პოროშენკომ.