საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს საიმედო სავაჭრო პარტნიორია.
„ჩვენ გვაქვს მიზანი, საბოლოო ბრუნვამ ჩვენს ქვეყნებს შორის მიაღწიოს 1 მილიარდ დოლარამდე, წელს პირველ კვარტალში საქონელბრუნვის ზრდა 16%-ზე. უკრაინა არის საქართველოს საიმედო სავაჭრო პარტნიორი.
საქართველო არის ძალიან დიდი ბაზარი ჩვენთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის იმპორტის 21% უკრაინული წარმოშობისაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდა, ბიზნესსაქმიანობისთვის უკრაინაში გაემგზავრონ.
„ჩვენს ქვეყნებს ძალიან სჭირდება პირდაპირი ინვესტიციები და ამაზე ვმუშაობთ. დღეს საქართველოში 50-მდე უკრაინული კაპიტალის მქონე საწარმო მოქმედებს. აქ ვარ იმისთვის, რომ მოგიწვიოთ უკრაინაში. ამისთვის ვარ აქ, რომ იმ რეფორმებს, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ ხორციელდება, შეუქცევადი ხასიათი აქვს“, - განაცხადა პოროშენკომ.