პოლიტიკა
პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ არ განვიხილავთ ამ საკითხს! - "საქინფორმი" ბოდიშს იხდის

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენ ეფექტიან კომუნიკაცია გვაქვს საქართვლოს მთავრობასთან, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. მოთხოვნის მიღების შემდეგ, ვნახოთ. ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სოციალური პრობლემები ურთიერთობში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი ხალხის გაყოფა“,- განაცხადა პოროშენკომ.

და ბოლოს: ზემოაღნიშნულიდან გაომდინარე, "საქინფორმი" ბოდიშს უხდის კიევის ხელისუფლებას, პირადად პრეზიდენ პოროშენკოს, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა სააკაშვილის გაუცემლობისა და საქართველოს უპატივცემლობის გამო! აღმოჩნდა, რომ ყველაფერში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, რომელი ქართველ ხალხ 2012 წლიდან, მეხუთე წელია, ატყუებს - ვითომ, არ იცის, სად არის მიშა, ეძებს სააკაშვილს და ცდილობს მის ჩამოყვანას და გასამართლებას! ასე გააგრძელეთ, ქვეყნის ბრძანებლებო, და მიშ თავისით, თქვენი დახმარების გარეშე ჩამოვა, ოღონდ უკვე საქართველოს პრეზიდენტად