უცხოეთი
ქართული ოპოზიციის მიერ საზღვართან ორგანიზებული აქციები მიმართულია, უპირველესად, საქართველოს ხელისუფალთა წინააღმდეგ, რომლებსაც არ სურთ ან არ შეუძლიათ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა! - მურატ ჯიოევი

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გაუკეთა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა თბილისიდან სოფელ სობისში ჩასულ სააკაშვილის მომხრეთა მიტინგს.

„პოლიტიკური ლოზუნგები ამ აქციების დროს, მათ შორის სობისში უკრაინული დროშის გამოფენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და უკრაინა ერთი პროექტის რგოლებია და მისი რეჟისორები საქართველოში არ იმყოფებიან. ამის თვალსაჩინო დასტურია ამ დღეებში რაიონში, სადაც მიტინგები მიმდინარეობს, საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის გამოჩენა“, - ციტირებს ჯიოევს ია „რესი“-ი.

ქართული აქციების შემდგომ 8-9 ივლისს სოფელ ბერშუეთის მიდამოებში, სახელმწიფო საზღვრის მახლობლად ჩვენ, ინციდენტების აღკვეთისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გამართულ მორიგ შეხვედრაზე ყურადღება მივაპყარით ასეთი ქმედებების პროვოკაციულობას და მოვუწოდეთ ქართულ მხარეს, არ გაემწვავებინა სიტუაცია ამგვარი აქციებით. თუმცა, რაკიღა ეს ე. წ. მიტინგები სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე გაგრძელდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ანდა არ შეუძლია სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა“, - განაცხადა ჯიოევმა.

როგორც მურატ ჯიოევმა აღნიშნა, საქართველოში „ივლისის ბოლოს დაგეგმილია სამხედრო სწავლებები ნატოს 12 ქვეყნიდან სამხედროთა მონაწილეობით. სწორედ ნატოს მხარდაჭერა, მის ტერიტორიებზე ნატოს სტრუქტურების განთავსება უნდა იქცეს შემაშფოთებელ ფაქტორად მათთვის, ვისაც ნამდვილად აღელვებს მსოფლიოს ბედი და უსაფრთხოება რეგიონში“.

დაწვრილებით: https://eadaily.com/ru/news/2017/07/17/chinval-granicu-obustraivaet-yuzhnaya-osetiya-a-ne-rossiyskie-voyska