უცხოეთი
შეზღუდვები Georgian Airways-ის ფრენებზე საქართველოსა და რფ-ს შორის მოხსნილია

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა შეზღუდვების მოხსნის ფაქტი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენებზე. ამის შესახებ ტასს ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

უწინ შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ავიაკომპანიის გენდირექტორის მოადგილე რობერტ ოგანესიანმა განაცხადა.

შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ნებართვები აღდგენილია. ნახევარი საათიის წინ მივიღეთ ნებართვების აღდგენის უფლება“, - განაცხადა ოგანესიანმა.