შუახევის რაიონში მგელმა 2 ადამიანი დაკბინა
ზემო აჭარაში, შუახევის რაიონში, მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. 77 წლის კარლო ესერიძეს მტაცებელი თავს სოფელ თერნალში გზაზე დაესხა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მტაცებლისგან დაკბენილი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახევის რაიონის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს.
77 წლის პენსიონერს სხეულზე 8 ჭრილობა აქვს და მედიკამენტურ მკურნალობას ბათუმში გადის. გუშინ შუახევის რაიონში კარლო ესერიძის დაკბენის შემდეგ, 10 წუთში, იმავე მგელმა კიდევ ერთი მამაკაცი დაკბინა, რომელიც ამჟამად მკურნალობას სოფლის საავადმყოფოში გადის. მოსახლეობა შეშინებულია.