სამართალი
საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა პერტაიას განცხადებით, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და მონაწილეები 16 ივლისს Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. აგრესიული კომენატრები დოლიძის მიერ "ქართველთა მარშის" გაპროტესტებამ გამოიწვია.