აქტუალური
მაქსაკოვა სააკაშვილს სიყვარულში გამოუტყდა: თქვენ ისეთი გამბედავი მებრძოლი ხართ, უღიმღამო რუსებს კი არ ჰგავხართ! (ვიდეო)

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს (ФАН) კორესპონდენტმა ჩაიწერა მარია მაქსაკოვას გამოსვლა კიევში, უკრაინული ტელეარხი ZIK-ის თოქშოუში.

სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა კარდინალურად შეიცვალა იმიჯი - დაივიწყა, რომ კიევში მოკლულ ქმარს დენის ვორონენკოვს გლოვობს და საოცრად მაამებლური სპიჩი წარმოთქვა გადაცემა "დრუგაია უკრაინას" წამყვანის მიხეილ სააკაშვილის შესახებ. (ვიდეო იხ. აქ

"თქვენ შეძელით, რუსეთშიც გამოგეჩინათ თავი, შეძელით, საკუთარი დამოუკიდებლობა გამოგემჟღავნებინათ, მებრძოლი და მეამბოხე თვისებები, სიმამაცე, გამბედაობა გვიჩვენეთ. ნაცრისფერ მასას ასეთი ადამიანები არ უყვარს", - განაცხადა მაქსაკოვამ პუბლიკის აპლოდისმენტების თანხლებით.

ამ გამოსვლას რომ უსმენდა, სააკაშვილიც გახარებული უკრავდა ტაშს, შემდეგ კი მაქსაკოვასთან დააზუსტა:

- გამოდის, მარტო სპეცსამსახურები კი არ ნადირობდნენ ჩემზე, არამ ენც? - დიახ, - თავი დაუქნია მაქსაკოვამ.

ეს საუბარი დაიწყო მაქსაკოვას მტკიცებით იმის შესახებ, რომ ვიღაც იდუმალი რუსი ძალოვნები მისი თანდასწრებით სააკაშვილის მკვლელობაზე მსჯელობდნენ.

"მე მოწმე გახლდით საუბრისა იმის შესახებ, როგორ ნადირობდნენ პატივცემულ მიხაილ ნიკოლაევიჩზე", - განაცხადა მაქსაკოვამ მისი გადაცემის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დენის ვორონენკოვის მიმართ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით - მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი დოლარის ღირებულების შენობის რეიდერული მიტაცების გამო. გარდა ამისა, იგი ეჭვმიტანილი იყო ჯილდოდ მიღებული პისტოლეტებით ვაჭრობაში.

2016 წლის დამლევს დეპუტატი მეუღლესთან ერთად უკრაინაში გაიქცა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 2017 წლის 23 მარტს იგი მოკლა ქილერმა, რომელმაც ამის შემდეგ მყისვე მცველის ტყვიას შეუშვირა თავი.