აქტუალური
პუტინს კარგად ვიცნობ. მან იცის, რომ აბხაზეთი - ოდითგანვე ქართული მიწაა - ვაჟა ლორთქიფანიძე

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვა ლორთქიფანიძე აცხადებს.

„ვიდრე რუსეთში საქართველოს ელჩი ვიყავი, პუტინმა ბევრი თანამდებობა გამოიცვალა. როცა ის გავიცანი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. შემდეგ „ეფესბეს“ ხელძღვანელი გახდა და მერე უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პუტინთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავხდი, პუტინმა კი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი დეტალების დონეზეა გათვითცნობიერებული აფხაზურ პრობლემაში. აფხაზეთის ისტორიასაც შესანიშნავად იცნობს. ისიც კარგად იცის, რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა. როგორც გითხარით, პუტინს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ქართველების მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულება მისთვის არასდროს შემიმჩნევია. პირიქით, პირად საუბრებშიც და ოფიციალურ შეხვედრებზეც ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ძალიან დიდ პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ“, - აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.