საზოგადოება
სალომე კორკოტაშვილი: ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ! - სალომე კორკოტაშვილი - "ქართულ მარშზე"

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ზე „ქართული მარშის“ ორგანიზატორების ირგვლივ ატეხილ აურზაურს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი მომღერლის მამა, „სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელი გია კორკოტაშვილია, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს თათია დოლიძეს, თითქოს Facebook-ის მეშვეობით ემუქრებოდა.
არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ დაესევით ერთმანეთს, ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!“, - წერს მომღერალი.