ორმხრივი სროლის შედეგად სამეგრელოში 3 ადამიანი გარდაიცვალა
ზუგდიდში, სოფელ კახათში, ინტენსიური ორმხივი სროლა პოლიციასა და ეჭვიმტანილებს შორის რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. შედეგად სამი ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე მოკლა, ხოლო ეჭვმიტანილებმა ორი პოლიციელი მძიმედ დაჭრეს. ისინი ზუგდიდის წმინდა ლუკას საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის მიერ მოკლული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 27 წლის გოგა კვარაცხელიაა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ ზუგდიდის კორესპონდენტს კვარაცხელიას ნათესავებმა აცნობეს. წყაროს ცნობით, კავარაცხელია ორ თანამზრახველთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდა თავს. მათ სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებდნენ. პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილმა ოთხმა პირმა დატოვა აფხაზეთი და ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ სამართალ დამცავები მათ დასაკავებლად სოფელში მივიდნენ, თუმცა ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდა.