პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი - ფაშისტი და საფლავების წამბილწველია! - საქინფორმი

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. უკრაინელი ნეოფაშისტი და საფლავების წამბილწველი პეტრე პოროშენკო, რომელიც უკრაინის დამცველების - დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლებს ანგრევს, საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. სწორედ იმ საქართველოში, სისხლის სამართლებრივი დევნა რომ გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საქართველოში ანგრევდა ძეგლებს, მათ შორის - დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალს ქუთაისში.

ამავე დღეს პოლინელი ნეოფაშისტმა და საფლავების წამბილწველმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა ზუსტად ისეთსავე შესწორებებს კანონში კომუნიზმის პროპაგანდის აკრძავის შესახებ, როგორსაც ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი კიეველმა შოკოლადით მოვაჭრემ, რომელიც დას მსგავსად ვაშინგტონის დუდუკზე ცეკვავს.

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (სეიმმა) 22 ივნისს - სსრკ-ზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის დღეს - ხმა მისცა შესწორებას კანონში კომუნიზმის და სხვა ტოტალიტარული წყობილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ შენობებისა და ობიექტების სახელწოდებებში. დოკუმენტი ითვალისწინებს საბჭოთა ეპოქის ძეგლების, მათ შორის, წითელი არმიის 230 ძეგლის აღებას.

საქინფორმი შეახსენებს მკითხველს, რომ ქვეყანამ, რომელსაც პოლონეთი ჰქვია, დღევანდელ დღემდე მოაღწია მხოლოდ და მხოლოდ მეფის რუსეთის, მისი იმპერატორების, ხოლო შემდეგ სსრკ-, იოსებ სტალინის და ასობით ათასი საბჭოთა ადამიანის წყალობით, რომლებმაც თავი გაწირეს პოლონეთისათვის პოლონურ მიწაზე, რომელიც ომამდე თვალითაც არ ენახათ! ამ გმირების უმეტესობას საფლავი არ გააჩნია - მათი საფლავი ის ძეგლები იყო, რომლებიც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართეს მადლიერმა შთამომავლებმა. მრავალი ამგვარი მონუმენტის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის ნეშია დაკრძალული. სწორედ მათ ანგრევენ დღეს პოლონელი და უკრაინელი ნეოფაშისტები და ამით გმირთა საფლავებს ბილწავენ!

საქინფორმისრედაქცია