უცხოეთი
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი. ინფორმაცია გავრცელდა აბხაზეთის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. 16 ივლისს ჩატარებული ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ოპერაციისას დააკავეს რუსი მოქალაქის ანდრეი კაბანოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი. დაკავებული პირი მოთავსებულია უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუმცა მისი იდენტობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ფარულია.
ამავე დანაშაულში პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს 12 ივლისს.