აქტუალური
მარგველაშვილი მორიგი ვეტოს დასადებად ემზადება

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით - გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 21 ივლისამდე უნდა მიიღოს. ლაპარაკია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე - ისინი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ როგორც საარჩევნო კოდექსში, ისე თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გინესის რეკორდების წიგნში შევა, რადგან თავისი პრეზიდენტობის პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან თითქმის ყველას ვეტო დაადო. იგი ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ ოპოზიციურად განეწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფთან. უკვე შევხვდით არასამთავრობო სექტორს, ახლა გვაქვს შეხვედრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ გავიგოთ მათი პოზიციაორივე ცვლილებაში არის დასაფიქრებელი საკითხები, პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით ეკიდება. ჩავატარებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტი შესაბამის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.