აქტუალური
საბიუჯეტო დეფიციტმა შესაძლოა 4%-ს გადააჭარბოს, ხოლო გადასახადმა არა მოგებამ შესაძლოა რეზულტატი საერთოდ არ გამოიღოს - მსოფლიო ბანკი

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით მოამზადა კვლევა „სახელმწიფო ხარჯების განსახილველად“. კვლევაში მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ  მოკლე და გრძელვადიან პერიოდში, სახელმწიფო ხარჯები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სოციალური ხარჯები და მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახელდება. ინფორმაციას Commersant ავრცელებს.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის ფონზე სამთავრობო ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პარალელურად, საბიუჯეტო დეფიციტი შესაძლოა 4%-ზე ზევით იყოს.

მსოფლიო ბანკი მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტს საქართველოსა და ესტონეთში ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ შედეგი საქართველოსთვის განსხვავებული იქნება, რამდენადაც რეფორმით საქართველოსთვის ფისკალური რისკი მეტად გაიზრდება.