სამართალი
გამოკითხვა: ჯარიმების ქულათა სისტემამ გზებზე არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინა

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. მკითხველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ .. დაჯარიმების ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ ქვეყნის საავტომობილო გზებზე ვითარება შეიცვალა, ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, "ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ გაუმჯობესდა თუ არა ვითარება გზებზე", გამოკითხვაში მონაწილეთა 52,6%-მა უპასუხა, რომ "კი, მოძრაობის წესებს ნაკლებად არღვევენ"; განსხვავებას ვერ ხედავს 42,1%, ხოლო ახალი წესების საქმის კურსში არ არის 5,3%.

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

ამას გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის გზებზე ე.წ. უკონტაქტო პატრულირების წესების შემოღების შესახებ, რომელიც ასევე 1 ივლისს ამოქმედდა.

გზებზე კონტროლის გაძლიერება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საქართველოში უბედური შემთხვევები გახშირდა. ბოლო სამ წელიწადში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაშავდა.