აქტუალური
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია

Tuerkei-Flagge2010 წლის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1 104 694 000 აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ბრუნვის 16,5 პროცენტი შეადგინა. მისი წილმა ექსპორტში 216 049 400 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 13,6 პროცენტი, იმპორტში კი 888 644 600 აშშ დოლარი, ანუ 17,4 პროცენტია.

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 708 101 700 აშშ დოლარი იყო. ეს კი მთლიანი ბრუნვის 10,6 პროცენტს უტოლდება.ექსპორტში მისი წილი 243 989 300 აშშ დოლარი, ანუ 15,4 პროცენტი, იმპორტში კი 464 112 500 აშშ დოლარი, ანუ 9,1 პროცენტია.

მესამე ადგილზეა უკრაინა. მასთან სავაჭრო ბრუნვამ 662 235 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 9,9 პროცენტს შეადგენს. ექსპორტში მისი რაოდენობა 103 334 400 აშშ დოლარი, ანუ 6,6 პროცენტი, იმპორტში კი 558 900 600 აშშ დოლარი, ანუ 11 პროცენტია.