საზოგადოება
თურქეთში ავარიის დროს დაშავებული ბავშვები საქართველოში დაბრუნდნენ

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. თურქეთში ავარიის დროს დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრები საქართველოში დაბრუნდნენ. მათ საზღვარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და საკონსულოს წევრებთან ერთად გადმოკვეთეს.

სარფში ბავშვებს მშობლები დახვდნენ. თურქეთ-საქართველოს საზღვართან სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც იყო მობილიზებული. ვიდრე ჯგუფი თურქეთს დატოვებდა, მისი წევრები ტრაპიზონის საკონსულოში გადაიყვანეს, სადაც დეტალურად დაჰკითხეს. როგორც ამბობენ, გამოძიებას კითხვები ავარიის დეტალებზე და მის გამოწვევ მიზეზებზე ჰქონდა.