პოლიტიკა
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო.
რაშიდ მერედოვთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპის ლაზულისა და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.