პოლიტიკა
საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მისაღები არ არის - რებეკა ჰარმსი

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოდან გამგზავრების წინ ევროპარლამენტის წევრმა და ევრონესთის თანათავმჯდომარემ საკონსტიტუციო პროექტი შეაფასა. რებეკა ჰარმსი ცვლილებებს ამჟამად არსებული რედაქციით მიუღებელს უწოდებს.

„პროცესში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას ისახავს მიზნად, ყოველთვის ჩართული უნდა იყოს არა მარტო საპარლამენტო ოპოზიცია, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც. მეც და ჩემმა კოლეგებმაც ევროპარლამენტიდან არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მისაღები არ არის. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობაზე უნდა იზრუნონ. პირადად ჩემთვის საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა უფრო ადვილი იქნებოდა, თუ თქვენი ქვეყანა მთლიანად პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა“, - აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.