სამართალი
2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საქართველოდან გატანის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს

    საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. 2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული.
სპეცოპერაცია წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს 148 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ავტომობილის სამალავში ჰქონდა მოთავსებული. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.