სამართალი
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ისრაელიდან საქართველოში
შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული
წინასაექსტრადიციო პროცედურები.