აქტუალური
შაქრის ფასმა 4 ლარით მოიმატა

daxliბოლო 3 დღის მანძილზე ეს უკვე ფასის მეორე ზრდაა. გასულ წელთან შედარებით ეს 30 %-იან ზრდას გულისხმობს. ხოლო ივნისიდან შაქრის ფასმა სრული 100%-ით მოიმატა. შეგახსენებთ, რომ ერთი ტომარა შაქრის ფასი ამ დროისთვის 109 ლარს შეადგენს. სავაჭრო ქსელებში აცხადებენ, რომ ივნისამდე ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 5 ლარამდე გაიზრდება. სუპერმარკეტებში უკვე შეიმჩნევა შაქარზე განსაკუთრებული მოთხოვნა და დეფიციტი. ზოგიერთ სუპერმარკეტში შაქარი საერთოდ არ აქვთ. დეფიციტის მიზეზებს მაღაზიებში ვერ ასახელებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შაქარი მომწოდებლისგან არ მიუღიათ. პროდუქციის ღირებულება ამ დროისთვის 2, 50-დან 2, 80 ლარამდე მერყეობს. არსებული ინფორმაციით, შაქარი მაღაზიებში რამდენიმე დღეში იქნება, თუმცა საგრძნობლად მომატებული ფასით.