საზოგადოება
თურქეთის ელჩი: თურქეთი და საქართველო ერთმანეთზე ზეწოლას არ ახდენენ

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. "არცერთ საკითხში არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი - საქართველოზე", - აცხადებს თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს მოთხოვნით 12 აგვისტოს - დიდგორობის - უქმე დღედ გამოცხადების კანონპროექტი შეაჩერა.

"სტრატეგიული მეგობრობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველა საკითხი განვიხილოთ ძალიან გულახდილად და დაუფარავად. კონსულტაციები მიმდინარეობს უამრავ საკითხზე, საქართველოს სხვადასხვა უწყებასთან, საელჩოს და სახელმწიფო დონეებზე. საუბრები და კონსულტაციები არის ძალიან მჭიდრო და ღია. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ყველა ქვეყანა მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას", - ამბობს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.