აქტუალური
საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "ოცნების" ადგილას "ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო, საკუთარ თავს "ხუთიანს" ჩაუწერდა "public relations"-ში!

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი"საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის, პრეზიდენტ მარგველაშვილთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის დაჭერას საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება. 
(როგორც"საქინფორმი" იუწყებოდა, ის დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, და ადრე მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის პირველი ლიდერი გახლდათ.)
"აბესაძის დაჭერა არის ხელისუფლების დიდი მიღწევა: “"ოცნებას" საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია, მათ შორის - საკადრო: ქვეყანაში არავინ არის ხელშეუხებელი, თუ ის დამნაშავეა. "ოცნებაში" განახლების პროცესი დედაქალაქიდან დაიწყო და ამ კრეატიულ ღია პროცესს თანამედროვე პოლიტიკოსი, თბილისის მომავალი მერი, self-made man კახა კალაძე უდგას სათავეში!" - ეს არის ქართველი საზოგადოების მისამართით დღეს გაგზავნილი მკაფიო მესიჯები. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ადგილას "ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო, საკუთარ თავს "ხუთიანს" ჩაუწერდა  "public relations"-ში! 
ისე, ტრენინგები "ოცნების" აქტივისთვის PR-ის დარგში არ იქნებოდა ურიგო, ძალიან მოუმზადებლები არიან...", - წერს ხიდირბეგიშვილი.