პოლიტიკა
“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი პარლამენტარების შეხვედრა რუს კოლეგებთან სახელმწიფო დუმაში არსებით შედეგს არ მოიტანს” - არჩილ ჭყოიძე

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. “ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი კონტაქტი - კარგია. თუმცა პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა. ქართულ მხარესთან რეალური დიალოგის დასაწყებად  საჭიროა, რომ დიალოგი მმართველმა პარტიამ დაიწყოს, და მე ვფიქრობ, რომ ეს პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს”, - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

ამ დღეებში სამი დეპუტატი ოპოზიციური “პატრიოტთა ალიანსიდან” მოსკოვში ჩავიდა და რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან შეხვედრა გამართა.

მხარეები პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.