უცხოეთი
თეთრი სახლი: აშშ-ს შეუძლია დაუბრუნოს რუსეთს დიპლომატიური საკუთრება, თუ კი ის „კეთილსინდიესიერი ზრახვებით განეწყობა სირიის მიმართ

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ძალუძს დაუბრუნოს რუსეთს დიპლომატიური საკუთრება, თუ კი მოსკოვი გამოიჩენს პატიოსან ზრახვას სირიის მიმართ. ამის შესახებ ხუთშაბათს მაუწყებლობა CNN-ის ეთერში თეთრი სახლის თავმჯდომარის მოადგილემ, სებასტიან გორკამ განაცხადა.
„ჩვენ გვსურს მივცეთ შანსი თანამშრომლობასა და ურთიერთქმედებას“, - განაცხადა გორკამ.

„ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ აშშ და რუსეთის ფედერაცია, შესაძლოა, არ ვიზიარებდეთ საერთო ფილოსოფიასა და ერთნაირ მსოფლმხედველობას. თუმცა ფაქტი არის ის, რომ არსებობს რიგი საკითხებისა,  რომლებიც ურთიერთ დაძაბულობას იწვევს“, - აღნიშნა გორკამ.