უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაქო რუსი სომხების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ოთხშაბათს, რუსეთისა და აზერბაიჯანის დიპლომატიურმა სააგენტოებმა ერთმანეთის მიმართ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. რუსეთმა ბაქო რუსი სომხების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა, რადგან დედაქალაქში ჩაფრენისას ხშირ შემთხვევაში მათ აკავებენ და ქვეყნიდან აძევებენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაქტობრივად, ბრალდება უგულებელჰყო, რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსი მოქალაქეების მიმართ დაფიქსირებული ფაქტი გაგრძელდება.
ამის პასუხად ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნა, რომ „ამგვარი ექსცესების თავიდან ასარიდებლად აზერბაიჯანმა უნდა გამოიყენოს შესაბამისი რეგულაციები რამდენიმე პირის მიმართ“ . სხვაგვარად რომ ვთქვათ რუსი სომხების ნაწილი ცრუ მიზნებით ჩადის აზერბაიჯანში, რათა განახორციელონ ჯაშუშური ან დივერსიული ქმედებები. რაც, თავისთავად, ემუქრება აზერბაიჯანის უსაფრთხოებას.

მიუხედავად ამისა, რუსმა ელჩებმა ეს განცხადება არადამაჯერებლად ჩათვალეს. 

 

 

 

რესურსი - https://www.pravda.ru/world/05-07-2017/1340773-mid_baku-0/