პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვის ტერაქტისას გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

vzrivსაქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვში, „დომოდედოვოს“ აეროპორტში, განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ქართული მხარე მწუხარებას გამოთქვამს 2011 წლის 24 იანვარს „დომოდედოვოს“ აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო.

საქართველო ყოველთვის მტკიცედ გმობდა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.