საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: „როდესაც ერთ სტრუქტურაში მუშაობს მრავალი ადამიანი, რომელიმე შეცდომას მაინც დაუშვებს...“ (ვიდეო)

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, დღეს მერიაში კორუფციას სისტემური ხასიათი არ აქვს და კონკრეტულ პირებს, შესაძლებელია, შეცდომა ყოველთვის მოუვიდეთ. ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ თოქ-შოუ “პრიორიტეტში" ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. (ვიდეო იხ. აქ

მე მართლა ვწუხვართუ ეს ბრალი დადასტურდა, სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება კლანურ მმართველობებს და დაპირისპირებებს, მე არ შემიძლია, ვილაპარაკო იმაზე, რაც არ არის დადასტურებული. ისეთი სისტემური ხასიათი, რომ კორუფციის ჭაობი იყოს, მერიაში არ ფიქსირდება. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მაღალ დონეზე და მასშტაბებზე არ უნდა იყოს. ამდენი ადამიანი რომ  მუშაობს ერთ სტრუქტურაში, ვიღაცას შეიძლება ხელი წაუცდეს, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ აქვს", - განაცხადა მჟავანაძემ.