სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1955 წელს დაბადებული .. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.კ-მ მოქალაქეს „აკმ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას - რეალიზაციის შედეგად 
მიღებული თანხა, ხოლო ხსენებული მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 
აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო 
შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს 
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).