პოლიტიკა
ფეთულაჰ გიულენის არაკანონიერმა ვაჟმა - მიხეილ სააკაშვილმა ქართველ პატრიოტებს „ФСБ -ს ნომრიანი აგენტები“ უწოდა - საქინფორმი.

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშკა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი" 14 ივლისს, აღმაშენებლის გამძირზე დაგეგმილ „ქართველთა მარშის" შესახებ ისაუბრა. ქურდმა, მოძალადემ და ნარკომანმა, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას უკრაინაში გაექცა, აღნიშნულ პროპაგანდას რუსულ ხელწერად მოიხსენიებს, ხოლო მისი ორგანიზატორები კი აგენტები არიან, რომლებიც ФСБ-სგან იღებენ დავალებებს. განრისხებული ექს-პრეზიდენტის მოტივები გასაგებია - „ქართული მარში“ ფაქტობრივად თურქი და არაბი ემიგრანტების ძალადობის წინააღმდეგ არის მოწყობილი, სააკაშვილი კი - ფეთულაჰ გიულენის არაკანონიერი შვილია.

ქართული მარში" არის სუფთა რუსული ხელწერა. გადათარგმნაც დაეზარათ, იქ არისრუსული მარში", აქ არისქართული მარში". ვიღაც ზის ФСБ-ში და ჩხირკნის ამ რაღაცეებს.

ქართული მარშის" არსი არის ის, რომ არცერთი უცხოელი არ უნდა იყოს საქართველოში რუსის გარდა. დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას ერთადერთ რამეზე - ტურიზმი. ტურიზმი დგას უცხოელებზე და თუ გადავწყვეტთ, რომ უცხოელები მოვიშოროთ, მაშინ მოვხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასობით ათასი უკრაინელი, დასავლეთევროპელი ჩამოდის, ბევრი მდიდარი არაბი ჩამოდის... ჩამოვიდნენ, დატოვონ ფული, მაგრამ უნდა წაიღონ უკან, რომ იყვნენ მაგარ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი. იმისათვის, რომ ეს შთაბეჭდილება დარჩეს, ხალხი უნდა იყოს მაღალშემოსავლიანი და მდიდარი. ეს არის მთავარი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და არა იმაზე, რომ არავინ არ ჩამოვიდეს და კიდევ უფრო გავღარიბდეთ, კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდეთ ერთ ყოფილ იმპერიაზე და ვიყოთ ერთი ჩაგრული კოლონია, რომელსაც არავინ არ იკარებს, არავის აღარ აინტერესებს, ყველას ეშინია მათი და მარტო ერთს შეუძლია, გაიგოს მათი გულისნადები. ასე რომ, „ქართული მარშის" დასახელება ნუ მოგატყუებთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დავალებას ლუბიანკადან. ეს არის მოედანი, სადაც განლაგებულია ФСБ”, - განაცხადა სააკაშვილმა.